მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილები კლასების მიხედვით და რეფლექსიებით
გაკვეთილის გეგმა
|
მასწავლებელი: ია გიგუაშვილი |
|
|
|
საგანი: ბიოლოგია |
კლასი: XI |
|
|
თემა: მუტაციის ტიპები |
დრო: 45
წთ |
|
|
მოსწავლის პროფილი: 17
მოსწავლე სსსმ მოსწავლე: არ არის |
|
|
|
სამიზნე ცნება: ჯანმრთელობა და დაავადებები; გაკვეთილის მიზანი: ·
მოსწავლემ შეძლოს შეადაროს
გენური,ქრომოსომული,გენომური მუტაციების ძირითადი მახასიათებლები; ·
ამოიცნოს გენური ,ქრომოსომული,გენომური
მუტაციები ილუსტრაციების მიხედვით; ·
დააკავშიროს მუტაციების
ტიპები მემკვიდრულ დაავადებებთან; მოსალოდნელი შედეგები: ·
მოსწავლე შეძლებს შეადაროს გენური,ქრომოსომული,გენომური მუტაციები
ძირითადი მახასიათებლების მიხედვით ; ·
ამოიცნობს გენურ, ქრომოსომულ,
გენომურ მუტაციებს ილუსტრაციების მიხედვით; ·
დააკავშირებს მუტაციების
ტიპებს მემკვიდრულ დაავადებებთან; |
|
|
|
ბიოლ.XI .6
მოსწავლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობის
ფორმებზე: ·
მოიპოვებს
ინფორმაციას და ადარებს მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მოქმედებას, მსჯელობს
მათ ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე; |
|
|
|
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები: ·
მოსწავლეებმა იციან გენეტიკის ძირითადი საფუძვლები; ·
ცვალებადობის ფორმები: მოდიფიკაციური,კომბინაციური; |
|
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი. |
|
|
|
|
|
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები: სახელმძღვანელო„ბიოლოგია“ XI კლასი, დაფა
,ცარცი , კომპიუტერი,პროექტორი.
წინასწარ მომზადებული
საპრეზენტაციო მასალები.
გაკვეთილის მსვლელობა: აქტივობა№ 1 გაკვეთილის მიზნის
და შეფასების გაცნობა- 3 წთ შედეგი:
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი,შეფასების კრიტერიუმები. აქტივობა № 2 წინარე ცოდნის
გააქტიურება /გახსენება ( 5 წთ) მიზანი: გაკვეთილის მიზნის
კავშირი გრძელვადიან მიზანთან და წინასწარ ნასწავლი ცვალებადობის ფორმების გახსენება. აღწერა: სლაიდებზე გამომაქვს
მოსწავლეებისთვის ცნობილი ცვალებადობის ფორმები.მოსწავლეები
მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვების საშუალებით ახასიათებენ ცვალებადობის ფორმებს. აქტივობა
№ 3 ახალ მასალაზე მუშაობა/ინტერაქტიული
პრეზენტაციის საშუალებით (10 წთ) მიზანი: მოსწავლეები
გაეცნონ მუტაციის ტიპებს თავისი მახასიათებლებით. აღწერა: ინტერაქტიული
პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს ვაწვდი ახალ მასალას ქრომოსომული,გენური და გენომური მუტაციების
წარმოქმნის მექანიზმის შესახებ. სლაიდების დახმარებით განვიხილავთ შესაბამის მაგალითებს.
მოსწავლეები სლაიდებზე სურათების დახმარებით
მსჯელობენ სად მოხდა ცვლილება და რა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. პრეზენტაციის ბოლოს სლაიდზე
გამომაქვს ნახევრად შევსებული სქემა და მოსწავლეები
მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავსებენ გამოტოვებული ადგილები აქტივობა№ 4 ჯგუფური
სამუშაო (7 წთ) მიზანი: მიწოდებული ინფორმაციის გაგება-გააზრება/შემოწმება აღწერა: მოწოდებული ინფორმაციის გაგება-გააზრების შემოწმების
მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ სამუშაო ფურცლებს,რომელზეც
მოცემულია სქემები სამი განსხვავებული ვარიანტი. ასევე ვაძლევ ინსტრუქტაჟს.წყვილებში
შეავსონ მოცემული სქემები ,საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ სახელმძღვანელო.(
დანართი 1) აქტივობა№ 5 მოსწავლეები აკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას(
10 წთ) აქტივობა№ 6 თემის შეჯამება ( 7 წთ) მიზანი: თემის გაგება-გააზრების
შემოწმება აღწერა: თემის შეჯამების მიზნით შემომაქვს ცხრილი. სადაც
განხილულია ცვალებადობის სხვადასხვა ფორმები.მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ცვალებადობის
ფორმა და თუ საჭიროა დაასაბუთონ .მოსწავლეები
ინდივიდუალურად ავსებენ ცხრილს და აკეთებენ პრეზენტაციებს.( დანართი 2) აქტივობა№ 7 შეფასება (განმავითარებელი , ეტაპობრივად აქტივობების შესაბამისად)( 3 წთ) |
|||
განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები
|
კრიტერიუმები |
საჭიროებს განვითარებას |
საშუალო |
კარგი |
მაღალი |
|
გენური,ქრომოსომული,გენომური მუტაციების ძირითადი მახასიათებლები |
არ შეუძლია დაახასიათოს იმსჯელოს გენური,ქრომოსომული,გენომური მუტაციების
ძირითადი მახასიათებლების შესახებ |
უჭირს იმსჯელოს გენური,ქრომოსომული,გენომური
მუტაციების ძირითადი მახასიათებლების შესახებ |
გამართულად თუმცა მცირედი ხარვეზებით მსჯელობს გენური,ქრომოსომული,გენომური მუტაციების
ძირითადი მახასიათებლების შესახებ |
გამართულად და უშეცდომოდ მსჯელობს
გენური,ქრომოსომული,გენომური მუტაციების ძირითადი მახასიათებლების შესახებ |
|
ილუსტრაციაზე გენური,ქრომოსომული,გენომური მუტაციების ამოცნობა |
ვერ ამოიცნობს ილუსტრაციაზე გენურ,ქრომოსომულ და გენომურ მუტაციებს. |
უჭირს ამოიცნოს ილუსტრაციაზე
გენურ,ქრომოსომულ და გენომურ მუტაციებს. |
ნაწილობრივ ამოიცნობს ილუსტრაციაზე
გენურ,ქრომოსომულ და გენომურ მუტაციებს. |
უშეცდომოდ ამოიცნობს ილუსტრაციაზე
გენურ,ქრომოსომულ და გენომურ მუტაციებს. |
|
მუტაციების ტიპების მემკვიდრულ დაავადებებთან დაკავშირება |
ვერ აკავშირებს
მუტაციების ტიპებს მემკვიდრულ დაავადებებთან. |
უჭირს დაკავშირება
მუტაციების ტიპების მემკვიდრულ დაავადებებთან |
ნაწილობრივ აკავშირებს მუტაციების ტიპებს მემკვიდრულ დაავადებებთან. |
უშეცდომოდ აკავშირებს მუტაციების ტიპებს მემკვიდრულ დაავადებებთან. |
დანართი 1
|
გენური მუტაციის მახასიათებლები |
საერთო |
ქრომოსომული მუტაციის მახასიათებლები |
|
|
|
|
|
გენური მუტაციის მახასიათებლები |
საერთო |
გენომური მუტაციის მახასიათებლები |
|
|
|
|
|
ქრომოსომული მუტაციის მახასიათებლები |
საერთო |
გენომური მუტაციის მახასიათებლები |
|
|
|
|
|
გაძლიერებული კვების შედეგად წონაში მატება |
|
|
ორგანიზმის ზრდა და სიმაღლეში მატება |
|
|
დაუნის სინდრომით დაავადება |
|
|
ცაცია თაფლისფერთვალება დედისა და მემარჯვენე ცისფერთვალება
მამისაგან მემარჯვენე ცისფერთვალება შვილის დაბადება |
|
|
ალბინიზმით დაავადება |
|
|
თავკომბალიდან ბაყაყის განვითარება |
|
|
ერთ ხეზე სხვადასხვა ზომის ფოთლების განვითარება |
|
|
პროგერიით განვითარება |
|
|
სხვადასხვა ტემპერატურაზე სხვადასხვა სქესის ნაშიერის
გამოჩეკვა ალიგატორის კვერცხიდან |
|
|
თეთრკანიანი და შავკანიანის ქორწინების შედეგად მულატის
დაბადება |
|
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია /მე-11 კლასი/
2023 წლის
23 მაისს მე-11 კლასში ჩავატარე გაკვეთილი
თემაზე : მუტაციის ტიპები:
ჩემი გაკვეთილის მიზანი
იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ შეედარებინათ გენური,ქრომოსომული და გენომური მუტაციების
ძირითადი მახასიათებლები.ამოეცნოთ გენური,ქრომოსომული და გენომური მუტაციები ილუსტრაციებიდან/სურათებიდან
და დაეკავშირებინათ მუტაციების ტიპები ცნობილ მემკვიდრულ დაავადებებთან.
გაკვეთილი დავიწყე
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობით.შემდეგ გავიხსენეთ ნასწავლი
მასალა და ნასწავლი თემა დავაკავშირეთ ახალ მასალასთან.გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებისთვის
მოტივაციის შექმნის მიზნით ვაჩვენე სლაიდები,სადაც გამოტანილი იყო მათთვის უკვე ცნობილი
გენური მუტაციური დაავადებები, ასევე ამ მუტაციის წარმოქმნის ზოგადი სქემა.პარალელურად
დავსვი კითხვები,რის საშუალებითაც გაუადვილდათ სურათებისა და სქემების აღწერა.
შემდეგ ეტაპზე გაკვეთილის
გეგმის მიხედვით ინტერაქციული ლექციისა და სლაიდების საშუალებით მოსწავლეებს მივაწოდე
ახალი ინფორმაცია ქრომოსომული და გენომური მუტაციების წარმოქმნის მექანიზმის შესახებ.
მოსწავლეებმა შეძლეს გენეტიკური დაავადებები დაეკავშირებინათ სლაიდებზე გამოტანილი
მუტაციის ტიპებთან.
გაკვეთილის განმავლობაში
ვცდილობდი დავხმარებოდი მოსწავლეებს თანმიმდევრულად ,მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით
თავად გამოეკვეთათ მიმართებები და გამოეტანათ
დასკვნები მემკვიდრული ცვალებადობის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.ვცდილობდი მოსწავლეები
აქტიურად ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში. წყვილებში მუშაობის დროს მოსწავლეებმა კარგად
შეძლეს თითოეული მუტაციის ძირითადი მახასიათებლების გამოყოფა.ამიტომ ვთვლი,რომ მივაღწიე
გაკვეთილის დასახულ მიზანს და ბავშვები სწორი მიმართულებით წავიყვანე.
ჩემი აზრით ,ამგვარად
წარმართული პროცესი ესადაგებოდა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის მთავარ პრინციპს,რომ
სწავლა აქტიური პროცესია და მოსწავლემ თავად უნდა ააგოს ცოდნა მასწავლებლის დახმარებით.საგაკვეთილო
პროცესის დროს მე ვიყავი მიმართულების მიმცემი,მოსწავლეებს დასკვნები თავად გამოჰქონდათ.
კლასი მრავალრიცხოვანია და გაკვეთილის მიმდინარეობისას ვცდილობდი ყველა მოსწავლე მაქსიმალურად
ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში.ბოლო აქტივობაში მოსწავლეებს უნდა ამოეცნოთ ცვალებადობის
კონკრეტული ფორმა მიჩვენა,რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეული იყო.მოსწავლეებმა შეძლეს
ცვალებადობის ფორმების ამოცნობა.გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ დამჭირდა
კორექტივების შეტანა.
გაკვეთილის ხარვეზად
მივიჩნევ ,იმ ფაქტს,რომ ბოლო აქტივობაში ,რომელიც ემსახურებოდა თემის გაგება-გააზრებას
და ცხრილის შევსებას რომლისთვისაც გამოყოფილი მქონდა 7 წუთი დრო არ ეყოთ, რადგან ცოტა მეტი ფიქრი დასჭირდათ
გენური და გენომური მუტაციების სწორად დასაკავშირებლად და შესაბამისად შეფასებაც მხოლოდ ჩართულობის კრიტერიუმით
მოვახერხე. რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ სამომავლოდ გაკვეთილის დაგეგმვისას.
ბ.კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის
ბიოლოგიის მასწავლებელი: ია გიგუაშვილი.
24 /05/ 2023 წელი
Комментарии
Отправить комментарий