პროექტი ,,შიდსი და მისი პრევენცია"
|
პროექტი : ,,შიდსი და მისი პრევენცია“ |
||
|
1 |
პროექტის თემა პროექტის მთავარი იდეა |
,,შიდსი და მისი პრევენცია“ აივ-ი საშიშ ინფექციურ
დაავადებას იწვევს ,რომელიც სხვადასხვა გზით ვრცელდება. დაავადების თავიდან
აცილებისა და გავრცელების გზების გაცნობა. |
|
2 |
კლასი |
IX კლასი ( 7 მოსწავლე) |
|
3 |
მოსწავლეთა ასაკი |
14-15 წელი |
|
4 |
პროექტის აქტუალობა |
არის გაურკვეველი
საკითხები,რაღაც უცნობია(მაგ.უცნობია,იცის თუ არა ახალგაზრდობამ/მოსახლეობამ
რა არის
შიდსი,როგორ გადაეცემა ,როგორ დაიცვას ადამიანმა თავი. |
|
5 |
სტანდარტი(საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები,რომელზეც გადის პროექტი) |
ბიოლ. IX თემა: რეპროდუქციული სისტემა და ჯანმრთელობა; სამიზნე ცნება: ჯანმრთელობა და დაავადებები; ·
გადამდები დაავადებების ( მათ შორის სქესობრივი
გზით)გავრცელების რისკ-ფაქტორებზე მსჯელობა. პირადი ჰიგიენისა და სანიტარული
პირობების მნიშვნელობის გააზრება.ინფექციური დაავადებების (მაგ.შიდსი, C ჰეპატიტი) გავრცელების
პრევენციისათვის ·
მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ ) დაინფიცირებულ პირებში სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობის შესახებ. ·
ადგენს კითხვარს და ატარებს სოციალურ კვლევას შიდსის და მისი გავრცელების შესახებ. |
|
6 |
პროექტის მიზანი |
·
გამოვიკვლიოთ საქართველოში/თემში აივ-ინფექციით
დაავადების შემთხვევათა სტატისტიკა,დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოების
დამოკიდებულება.გავრცელების გზები/პროფილაქტიკა,ამ დაავადების თავიდან აცილების
/პრევენციული /ღონისძიებები ; ·
სკოლისა და თემის საზოგადოების ინფორმირება
აივ-ინფექციის პროფილაქტიკისა და გავრცელების გზების შესახებ. |
|
7 |
პროექტის ამოცანები |
·
სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება პროექტის
საკითხთან დაკავშირებით; ·
მოსახლეობის გამოკითხვისთვის კითხვარის მომზადება; ·
ინფორმაციის აღრიცხვა და დამუშავება; ·
მონაცემების ანალიზი და დასკვნების გაკეთება; ·
საინფორმაციო ბუკლეტების/პოსტერების მომზადება და
საზოგადოებაში გავრცელება; ·
პროექტის პრეზენტაცია სკოლაში სკოლისა და თემის
საზოგადოებისათვის; |
|
8 |
სასწავლო რესურსები |
ბიოლოგიის სახელმძღვანელოები - VIII , IX,
კლასების.კომპიუტერი, პროექტორი, დამხმარე სახელმძღვანელოები, ენციკლოპედიები, ინტერნეტიდან მოძიებული მასალები. |
|
9 |
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო და განხორციელების
გზები |
7 სასწავლო დღე; ·
ჯგუფების დაკომპლექტება ·
ჯგუფის წევრებს შორის
დავალებებისა და ფუნქციების განაწილება; ·
პროექტის განხორციელების ვადების განსაზღვრა; ·
სამოქმედო გეგმის შემუშავება; ·
პროექტის პრეზენტაცია |
|
10 |
მოსალოდნელი შედეგი |
იციან ზედაპირულად თუ საფუძვლიანად შიდსის ვირუსის აგებულების,გავრცელების გზები( რომლითაც შესაძლებელია გადავიდეს) ეს დაავადება, რა არის დაავადების სიმპტომები და პრევენცია როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისაგან. |
|
11 |
აქტივობების აღწერა |
აქტივობა 1-მოსწავლეთა 2ჯგუფის შექმნა. I-ჯგუფს მიეცა დავალებად მოიძიონ ინფორმაციები, ვირუსის შტამის აგებულების შესახებ.ახარისხებს მოპოვებულ მასალებს და ამზადებს პრეზენტაციას თემაზე:’’აივ ინფექციის გამომწვევის ,კლინიკური გამოვლინებების და კლასიფიკაციის შესახებ. II-ჯგუფი ამუშავებს კითხვარებს სოციოლოგიური კვლევისათვის აჯამებენ მონაცემებს, გადააქვთ დიაგრამებში . ახდენენ მიღებული შედეგების ანალიზს და გამოაქვთ დასკვნები. ამზადებენ პრეზენტაციას თემაზე:’’შიდსის სოციალური ასპექტები’’. ყველა ერთად ამზადებს ვირუსის ფოტოებს, სლაიდებს ან ფოტოკოლაჟს შიდსის თემაზე , ამზადებს პოსტერებს ან ნახატებს და ემზადება ‘’პოსტერული ‘’პრეზენტაციისთვის. ჯგუფები მუშაობენ მასწავლებლის მეთვალყურეობით და გარკვეულ შემთხვევაში დახმარებას უწევთ მათ. შეფასება ხდება შეფასების კრიტერიუმებით რომელიც თან ერთვის. |
|
12 |
მონიტორინგი და შეფასება |
შუალედური მონიტორინგი და შეფასება შეფასების
კრიტერიუმების დახმარებით. |
|
13 |
პროექტის პრეზენტაცია |
პროექტი ეტაპობრივი პრეზენტაციები და ბოლოს პოსტერების შექმნა და პრეზენტაცია. |
მოსწავლის ურთიერთშეფასების რუბრიკა (განმავითარებელი
შეფასებისათვის)
|
კრიტერიუმები |
ცუდად |
საშუალოდ |
კარგად |
|
იკვლევს და საუბრობს შიდსის გამომწვევ მიზეზებზე /გავრცელებაზე/პრევენციაზე |
|||
|
ამზადებს ბუკლეტებს/პოსტერებს და აკეტებს
პრეზენტაციას |
|||
|
ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს |
შეფასება პროექტის მსვლელობებისას
|
კრიტერიუმები |
ცუდად |
საშუალოდ |
კარგად |
|
იცავენ ჯგუფებში მუშაობის წესებს |
|||
|
ჯგუფებში ერთად მუშაობენ დასახული მიზნის მისაღწევად |
|||
|
თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს |
|||
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს |
|||
|
ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს და თავს ართმევენ მიცემულ დავალებებს |
|||
|
ამზადებენ პრეზენტაციას ,წარმოაჩენენ მთავარ საკითხს/აზრს |
|||
|
პრეზენტაციისას იცავენ დროის ლიმიტს |
პროექტის ,,შიდსი და მისი პრევენცია“
რეფლექსია
2023 წლის 30 მარტს
,დავასრულეთ სასწავლო პროექტი
თემა:,,შიდსი და მისი პრევენცია “ პროექტის ჩატარების იდეა ეკუთვნოდათ მოსწავლეებს ,რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული საკითხის მიმართ. საკითხი აქტუალურია და ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი.
პროექტის ხელმძღვანელი: ია გიგუაშვილი
განხორციელების ადგილი: ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
პროექტის აქტუალობა:
სოციოლოგიური გამოკითხვებით
დადგენილია ,რომ შიდსით დაავადებულთა რიცხვი თანდათან იზრდება. ამ საკითხის
შესწავლამ ჩვენი ინტერესი გამოიწვია იმით ,რომ არის გაურკვეველი საკითხები.მიუხედავად
იმისა ,რომ ტელევიზიით და სხვა მედიასაშუალებებით უამრავი ინფორმაცია შუქდება ,მაინც
უცნობია იცის თუ არა მოსახლეობამ და ახალგაზრდობამ ჩვენს გარშემო რა არის შიდსი ,როგორ გადაეცემა ადამიანებს და რა პირობებში ხდება
მისი გავრცელება, როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისაგან, წინასწარ რა პრევენციული
ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
პროექტის იდეა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ
ჩვენს მოსწავლეებს უწევთ ცხოვრება და განვითარება
სოფელში. აქ მცხოვრები მოსახლეობას მთელი დღე მუხლჩაუხრელი შრომა
უწევთ და თუ მაგალითად კბილი ასტკივდებათ არასდროს
მოუვიდოდათ აზრად რომ სტომატოლოგიურ კაბინეტში ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში უნდა იკითხონ
რამდენად სტერილურია იარაღები,რომ ამ დაავადების გადადების დიდი საფრთხე სწორედ აქედან მოდის.
პრობლემა რომელსაც
ჩვენ შევეხეთ აქტუალურია, ჩვენ ამ პროექტით მოსახლეობაში შევიტანეთ მეტი ინფორმაცია, ვეცადეთ აგვემაღლებინა მათი ცოდნის
დონე. ასევე გვინდოდა გვეგრძნობინებინა მათთვის
რომ თუ დაავადებულია, არ ნიშნავს რომ ეს სტიგმაა და უნდა ყველა გავერიდოთ მას, პირიქით
უნდა გვერდით დაუდგეთ და გავამხნევოთ,ვაგრძნობინოთ რომ შიდსი
ამ ეტაპზე მართალია არ იკურნება ჯერჯერობით და როგორც ვირუსი არც ვაქცინა არააშექმნილი
წინასწარი პრევენციული ღონისძიებებისთვის , მაგრამ მისი საზოგადოებისგან გარიყვა უფრო
დიდი სტიგმაა და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გადადების გზები .ის რომ საყოფაცხოვრებო საგნებით,ხელის
ჩამორთმევით არ გადადის და ა. შ.
ამასთან ერთად პროექტმა
უფრო დააახლოვა მოსწავლეები და მოსახლეობა,სიხარულით სცემდნენ პასუხებს და მოსწავლეებიც
დიდი სიამოვნებით უხსნიდნენ გაურკვეველ საკითხებს.
განხორციელებული აქტივობები:
Ø შედგა
პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან და პროექტის იდეის წარდგენა.
Ø შეკრება რომ შეგვექმნა ჯგუფები და მოსწავლეები თავისი სურვილისამებრ გადანაწილებულიყვნენ
ჯგუფებში.
Ø დაინაწილეს დავალებები და გადაინაწილეს ჯგუფის წევრებს შორის
Ø რა მოლოდინები ჰქონდათ მოსწავლეებს
პროექტის დასაწყისში, მოკლედ მათი ინტერესების და დავალებების შესახებ აზრის დაფიქსირება,
რა იქნებოდა სირთულე ან დაძლევადი. ამ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის და უნარების
დადგენა.
Ø შუალედური შეხვედრები ჯგუფებთან რამდენად შედგა თანამშრომლობა ჯგუფებში.როგორ
მიმდინარეობდა ინფორმაციის დახარისხების პროცესი.
Ø ინტერნეტის გამოყენება და სლაიდ შოუს გაკეთება.
Ø სოციოლოგიური კითხვარის შედგენა
და გამოკითხვები მოსახლეობაში. გაანალიზება ,რა ინფორმაციაა მოსახლეობისათვის უფრო ნაკლებად ცნობილი.
Ø პრეზენტაცია.
Ø კითხვა- პასუხები;
პროექტის შეფასება:
პროექტის დაგეგმვა და ჩატარება იყო ერთგვარი სტიმულის
მომცემი, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. საინტერესო იყო მოსახლეობისთვისაც.
მოსწავლეთა შეფასება დადებითია, შედგა ჯგუფებს შორის თანაშრომლობა, მიუხედავად მათი
ასაკისა ,მოსწავლეები პოზიტიურად არიან განწყობილი
ასეთი თანამშრომლობისათვის. მონაწილეები განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩნენ , ეს იყო
მათ შესაძლებლობებზე სრულად მორგებული და თანაც საინტერესო. ფოტომასალა თან ერთვის
პროექტის გეგმას.
ვფიქრობ, რომ პროექტის მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აქტივობებში და კარგად იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში . მიზანს მიღწეულად ვთვლი იმ მხრივაც, რომ შედარებით პასიური მოსწავლეები ყველაზე მეტად აქტიურობდნენ და გამოავლინეს დამოუკიდებელი აზროვნება, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა პროექტის ეფექტიანობაში.
გეგმის შესაბამისად წარიმართა პოსტერების შექმნა და გამოფენის მოწყობა.
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო პოსტერების შექმნის პროცესში, საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემო იყო მთელი ეს დღეები, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ. აქტივობები ( მოსახლეობაში გავიდნენ გამოკითხვები ჩაატარეს) ინფორმაციული სიმძიმიდან გამომდინარე ვეცადე მათი ასაკისათვის შესაფერისი და სახალისო გამეხადა. ეს ყველაფერი კი ავითარებს მოსწავლის კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. პოსტერები გამოვფინეთ , მონაწილე მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება ამ ტიპის რესურსების შექმნაში, ყველაზე
საინტერესო იყო ნახატები და
პრეზენტაციები.
მიიღეს ინფორმაცია დამატებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ, გამოავლინეს კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობა/ აზროვნება,
მსგავს პროექტებზე მუშაობის დროს გავითვალისწინებ, რომ პრეზენტაცია მოეწყოს უფრო ფართო მასშტაბის , რაც გააუმჯობესებს მოსწავლეთა საპრეზენტაციო უნარებს და მეტად დაინტერესდებიან/ მოისმენენ სხვა მოსწავლეებიც საჭირო ინფორმაციებს. ასევე გავამრავალფეროვნებთ ფოტოებით, ვიზუალური მასალით, რომელიც იქნება მოსწავლეების მიერ გადაღებული ახალ- ახალ თემებზე და მიმდინარე სიახლეებზე.
რაც შეეხება პროექტზე მუშაობის პროცესს, პოსტერის შექმნის ფოტოკოლაჟი შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე.
მოსწავლეებს დაურიგე პროექტის კითხვარი, შეფასების და თვითშეფასების ფურცლები
და გავაკეთეთ ერთიანი ანალიზი, მოსწავლეებშიც და კათედრაზე გამოითქვა სურვილი, ხშირად
ჩატარდეს მსგავსი პროექტები.
მე როგორც პროექტის ხელმძღვანელი მადლობას ვუხდი
მოსწავლეებს აქტიური მუშაობისათვის და ასევე უღრმესი მადლობა ყველას ვინც დახმარება
გაგვიწია ამ პროექტის განხორციელებაში.
ბ.კაპანაძის სახელობის
ძლევიჯვარის საჯარო სკოლის
ბიოლოგიის მასწავლებელი
: ია გიგუაშვილი
Комментарии
Отправить комментарий