პროექტი,,ადამიანი და გარემო''
პროექტის: ,ადამიანი და გარემო '' რეფლექსია
VI კლასი
2022 წლის 24 ნოემბერს
VI კლასში ჩავატარე პროექტი თემაზე: ,,ადამიანი და გარემო“.
ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს
გაეცნობიერებინათ გარემოზე ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული როგორც დადებითი ასევე
ნეგატიური შედეგები.ამ ასაკიდანვე შეეძლოთ იმ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა,რაც
აუცილებელია ჩვენი პლანეტის გადასარჩენად. საგაკვეთილო პროცესებში მოსწავლეებთან ერთად
დაიგეგმა ოს ძირითადი ღონისძიებები,რომელიც ხელს უწყობდა ამ პროექტის ერთობლივად წარმატებით
განხორციელებას. გამაოცეს თავიანთი ენთუზიაზმით. ერთდროულად დაგეგმეს გარემოს დაცვითი
აქცია,მაკულატურის შეგროვება,კომპოსტის დამზადება და ნარჩენების მართვა და ასე ეტაპობრივად
განვახორციელეთ აქტივობები.
ინფორმაციული ტექსტის გაცნობის ,საკლასო აქტივობების
შემდეგ დავიწყეთ პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება. დასკვნითი შემაჯამებელი გაკვეთილის
და პოსტერების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის
განვითარების შესახებ,რის შემდეგაც მივხვდი,რომ დაგეგმილ მიზანს მივაღწიე და ბედნიერად ვგრძნობ თავს ,რომ ეს არის კლასი რომელიც
მომავალში დიდ წვლილს შეიტანს გარემოს სისუფთავის საქმეში.
დადებითად შევაფასებ როგორც ჯგუფების აქტიურობას და ინფორმირებულობას საკითხის ირგვლივ ,ასევე წარმოდგენ
აქტივობებში /პოსტერებში/რესურსებში კარგად გამოჩნდა ის მზაობა საკითხის ირგვლივ.ინფორმირებულობა,დისკუსია,მსჯელობები
და ყველა დავალება ემსახურებოდა მიზნის მიღწევას .მოტივაცია მთელი პროექტის განმავლობაში
შენარჩუნებული იყო. მსჯელობდნენ არგუმენტირებულად,თანამშრომლობდნენ, თავისუფლად გამოხატავდნენ
თავიანთ აზრებს.შედეგით კმაყოფილი ვარ ...
ყველა დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდა მიზნის
მიღწევას.პირველი 3 აქტივობა ემსახურებოდა ინფორმაციის ამოკრეფას და დახარისხებას.
მოსწავლეებმა დისკუსიით გამოკვეთეს ის პრობლემები
თუ რის წინაშეც დგას დედამიწა და რა თქმა უნდა
ჩვენი სოფელი.
ჯგუფური სამუშაოების მიზანი პროექტის განმავლობაში
იყო მოსწავლეები თვითონ მისულიყვნენ იმ დასკვნამდე ,რომ დედამიწას შველა სჭირდება და
ჩვენ როგორ შევძლებთ მის დახმარებას.რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო,როგორ დავეხმაროთ
ჩვენ ,რისი გაკეთება შეგვიძლია.
შემდეგი აქტივობებიც პრევენციული ღონისძიებების
დაგაგმვა ემსახურებოდნენ მიზნის მიღწევას,რადგან უნდა გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა
ასაკი,ინტერესი საკითხის მიმართ.უსაფრთხოების ნორმების დაცვაც აუცილებელი იყო. დავასუფთავეთ
სკოლის ეზო და შემოგარენი.შევაგროვეთ მაკულატურა. დავიწყეთ ინდივიდუალურად კომპოსტის
დამზადება.ასევე დისკუსია გვქონდა პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე,რომელშიც
უნდა ჩაერთოს საზოგადოება,თემი,სკოლა,ოჯახი.
ვფიქრობ ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებით პრობლემის
როგორც იდენტიფიცირება ასევე პრობლემის გადაჭრის განსახორციელებელი ინტერვენციების
დაგეგმაც შევძელით,ავიყოლიეთ სხვა კლასებიც ,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში საკითხის
ირგვლივ მეტ ინფორმირებულობას და ინფორმაციის გამოყენებას პრაქტიკულად ,როგორც თანაკლასელებში
ასევე საზოგადოებაში.
ყველა აქტივობა
წარიმართა გეგმის შესაბამისად და ყველა აქტივობა განვახორციელეთ.რასაც ხელი შეუწყო
იმან,რომ გაკვეთილს წინ უძღოდა წინასაგაკვეთილო აქტივობები,გაკვეთილები, რაც საბოლოოდ
შემაჯამებელი გაკვეთილით დასრულდა და მოწონება
დაიმსახურა როგორც დამსწრე მასწავლებლებსში ასევე საზოგადოებაში. მოსახლეობასთან შეხვედრებისას
/დასუფთავების აქციებისას მოსახლეობაში აღნიშნავენ რომ კარგი თაობა მოდის ,გარემოზე
მზრუნველი/
პროექტი ვფიქრობ წარმატებული იყო თითქმის ყველა
კომპონენტში რაც ბოლოს დაგვირგვინდა პოსტერებით/ნახატებით,რომლებიც მოსწავლეთა მიერ
შეიქმნა და თვალსაჩინო ადგილას გამოვაკარით,რათა ყველას შეძლებოდა ნახვა და გათავისება
იმ შედეგების რაც დგას ჩვენი ბუნების წინაშე.
ამ აქტივობებმა და პროექტის დასრულებულმა შედეგმა
დამანახვა ის რომ გაკვეთილები და ეტაპობრივი აქტივობები მიზნის მისაღწევად სწორი მიმართულებით
წავიყვანე.მოსწავლეებამდე სწორად მივიტანე
ის ინფორმაცია რამაც ამ შედეგამდე მიმიყვანა.
რაც შეეხება შეფასებას. ვაძლევდი აქტივობებების შეფასებას, შუალედურებსაც
რეგულარულად ,კონსტრუქციულ უკუკავშირსაც ,როგორც ჯგუფში ასევე ინდივიდუალურად.
შედეგი იყო საინტერესო და დროული,რამაც კიდევ ერთხელ
დამარწმუნა ამ ტიპის გაკვეთილების აუცილებლობაში და მიზნობრიობაში.
დიდი მადლობა მე -6 კლასის მოსწავლეებს ასეთი საინტერესო
პროექტის ღირსეულად და საინტერესოდ დასრულებისთვის.
ბ. კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის
ბიოლოგიის მასწავლებელი: ია გიგუაშვილი
Комментарии
Отправить комментарий