პროექტი:,,ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობა" ,,რჩევების წიგნი"

 

სამოდელო(პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილის რეფლექსია

   2022 წლის 21 ნოემბერს მე-9 კლასში ჩავატარე სამოდელო( პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი. თემა: ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობა. ,,რჩევების წიგნის“ შექმნა.

   ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ადამიანის ჯანმრთელობაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. აეღწერათ, როგორია მიჩვევის მექანიზმი და რამდენად სწრაფად ყალიბდება დამოკიდებულება. განესაზღვრათ ის საფრთხეები და სარისკო ქცევები,რომლებიც თან ახლავს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების მიერ ჯგუფებსი და ინდივიდუალურად წარმოდგენილი დავალებები, ჩართულობა და არგუმენტირებული მსჯელობა მაძლევს იმის საფუძველს ჩავთვალო,რომ მიზანს მივაღწიე.

დადებითად შევაფასებ როგორც ჯგუფების აქტიურობას და ინფორმირებულობას საკითხის ირგვლივ,ასევე წარმოდგენილი პროდუქტის ,,რჩევების წიგნებს“,ჯგუფურ დავალებებს , დიალოგებს,მსჯელობებს გაკვეთილების განმავლობაში.რა თქმა უნდა ყველა დავალება ეტაპობრივად ემსახურებოდნენ მიზნის მიღწევას. მოტივაცია მთელი გაკვეთილების განმავლობაში შენარჩუნებული იყო. მსჯელობდნენ არგუმენტირებულად, თანამშრომლობდნენ,თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრებს...შედეგით კმაყოფილი ვარ...

 დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას.პირველი სამი აქტივობა ემსახურებოდა ინფორმაციის ამოკრეფას და დახარისხებას  მოსწავლეთა დახმარებით, ასევე თუ როგორ ყალიბდება დამოკიდებულება მიზეზების დადგენას.

  ჯგუფური სამუშაოს მიზანი იყო მოსწავლეები თვითონ მისულიყვნენ იმ დასკვნამდე,რომ ნარკომანად/ალკოჰოლიკად/მწეველად ჩამოყალიბებაში არა ერთი,არამედ მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცა გაკვეთილზე გამოჩნდა ,რომ მოსწავლეების/მოსახლეობის უმრავლესობამ გარემო პირობებზე უფრო მეტი არგუმენტი მოიყვანა.თუმცა სხვა ფაქტორების როლზეც გაამახვილა ყურადღება.რაც შეეხება დავალებებს ,ჯგუფებმაც კარგად წარმოადგინეს პრეზენტაციები ისტ-ის გამოყენებით,რაც ეფექტური და ადვილად აღსაქმელი იყო.როგორც ჯგუფისთვის ასევე დამსწრე მასწავლებლებისთვის.

  შემდეგი აქტივობებიც ემსახურებოდა მიზნის მიღწევას,რადგან უნდა გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა ასაკი,ინტერესი საკითხის მიმართ,ამიტომ აქტივობებში შევიტანე ,,თამაშის“ ელემენტები.მაგ. როგორ ყალიბდება დამოკიდებულება პარალელების გასავლელად ბარათებზე არის დამოკიდებულების სამი ფორმაჩამოწერილი ,,კომპიუტერი“, ,,სერიალები“, ,,ტელეფონი“,რომელბზე დამოკიდებულებაც მწვავედ დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე.გაითამაშეს სცენები.იმსჯელეს დამოკიდებულებების გამო რა პრობლემები შეიძლება  გაუჩნდეთ და ვინ შეიძლება დაეხმაროს ამ პრობლეის გადაჭრაში რომელიმეს მომხმარებელს. ასევე დისკუსია გვქონდა პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე,რომელშიც უნდა ჩაერთოს საზოგადოება,  თემი, სკოლა, ოჯახი.

   ვფიქრობ ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებით პრობლემის ,როგორც იდენტიპიცირება,ასევე პრობლემის გადაჭრის განსახორციელებელი ინტერვენციების დაგეგმაც შევძელით,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში საკითხის ირგვლივ მეტ ინფორმირებულობას და ამ ინფორმაციის გამოყენებას პრაქტიკულად ,როგორც თანაკლასელებში ასევე საზოგადოებაში.

   ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად და  ყველა აქტივობა განვახორციელეთ, რასაც ხელი იმან,რომ დაგეგმილი გაკვეთილის წინ გვქონდა წინასაგაკვეთილო აქტივობები,გამოკითხვები, მსჯელობები და მოსამზადებელი აქტივობები გვქონდა. ხოლო 2 გაკვეთილი  საკმარისი აღმოჩნდა დაგროვილი მასალების პრეზენტაციის და მიზნის მისაღწევად.

  გაკვეთილი ვფიქრობ წარმატებული იყო თითქმის ყველა კომპონენტში,რაც ბოლოს დაგვირგვინდა ,,რჩევების წიგნებით“, რომლებიც მოსწავლეების მიერ იქნა შექმნილი და რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა ,როგორც მოსწავლეებში ასევე საზოგადოებაში/ სკოლაში თვალსაჩინო ადგილას იყო ეს წიგნები გამოფენილი და ყველა მსურველს შეეძლო დათვალიერება და გაცნობა/.

  ამ ბოლო აქტივობით დავინახე,რომ გაკვეთილის მიზნის მისაღწევად სწორი მიმართულებით წავიყვანე და მოსწავლეებამდე სწორად მივიტანე ის ინფორმაცია რამაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა.

 რაც შეეხება შეფასებას...შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად მოვახდინე. გაკვეთილის მსვლელობის დროს რეგულარულად ვაძლევდი კონსტრუქციულ უკუკავშირებს,რპგპრც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად.

   პირველივე შეხვედრაზე შევადგინეთ კითხვარები მოსახლეობაში კვლევის ჩასატარებლად.შედეგევის ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა,რომ ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი უფრო ბევრი გვყავს მოსახლეობაში ყველა ასაკში და განსაკუთრებულად გასაკვირი იყო 8 წლის მომხმარებელიც.ეს წინასწარ არ გვქონდა გათვლილი და დაგეგმილზე უფრო მეტი გაკვეთილი დაგვჭირდა.ასევე მოძიებული ინფორმაცია იყო საინტერესო,მიზნობრივი,თუმცა მომეჩვენა,რომ მოცულობით დიდი იყო,შესაბამისად დროც მეტი დასჭირდა წარდგენას.

   მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარებისას ვიმუშავებ მოსწავლეებში,რომ თეორიული პრეზენტაციები იყოს მოკლე,მაგრამ მიზნობრივი.

თუმცა რაც შეეხება პროექტის რესურსებს ,,რჩევების წიგნებს“ ,იყო ძალიან კარგად შემოქმედებიტად გაფორმებული,საინტერესო და მიზნობრივი.რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ ტიპის გაკვეთილების აუცილებლობასა და მიზნობრიობაში.

  დიდი მადლობა მე -9 კლასის მოსწავლეებს ასეთი საინტერესო პროექტის ღირსეულად და საინტერესოდ წარმართვის და დასრულებისათვის.

 

 

 

ბ. კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის

ბიოლოგიის მასწავლებელი: ია გიგუაშვილი

21/11/2022 წელი




 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი ,,შიდსი და მისი პრევენცია"

პროექტი,,ადამიანი და გარემო''