2022-23 წელს ჩატარებული გაკვეთილები რეფლექსიებით

 

                                             გაკვეთილის გეგმა

 

მასწავლებელი:  ია გიგუაშვილი

საგანი:    ბიოლოგია

კლასი:  IX

თემა:   ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობა

დრო:    40    წთ

მოსწავლის პროფილი:    7   მოსწავლე

სსსმ მოსწავლე:  არ არის

სამიზნე ცნება:  ჯანმრთელობა და დაავადებები;

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლემ გააცნობიეროს ადამიანის ჯანმრთელობაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მოხმარებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები;

·         აღწეროს როგორია ამ ნივთიერებებისადმი  მიჩვევის მექანიზმი და რამდენად სწრაფად ყალიბდება იგი;

·         განსაზღვროს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხე,შესაძლო სარისკო ქცევა;

 

მოსალოდნელი შედეგები:

·         მოსწავლე გააცნობიერებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ  ნეგატიური შედეგებს;

·         აღწერს როგორია ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მიჩვევის მექანიზმი და რამდენად სწრაფად ყალიბდება იგი;

·         განსაზღვრავს ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მოხმარებასთან დაკავშირებულ საფრთხეს,შესაძლო სარისკო ქცევას;

 

ბიოლ. IX  9. მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

·      მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;

·        აგროვებს ინფორმაციებს  ,,რჩევების წიგნის“ შესაქმნელად   ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ნეგატიური შედეგებისა და არასასურველ შემოთავაზებაზე უარის თქმის სტრატეგიების შესახებ

 

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         მოსწავლეებმა იციან ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მოხმარება რა ზიანს აყენებს ორგანოთა სისტემებს და მთლიანად ორგანიზმს.

·         ჩაატარეს გამოკითხვა   მოსახლეობაში და შედეგებიც გააანალიზეს ;

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი.

 

 

 

 

სასწავლო მასალა და რესურსები:

სახელმძღვანელობიოლოგიაIX  კლასი, დაფა ,ცარცი , კომპიუტერი,პროექტორი. წინასწარ  მომზადებული  საპრეზენტაციო  მასალა,   

 

გაკვეთილის    მსვლელობა:

აქტივობა№ 1   გაკვეთილის მიზნის და შეფასების გაცნობა- 3 წთ

  შედეგი:  მოსწავლეებს ეცოდინებათ  გაკვეთილის მიზანი,შეფასების კრიტერიუმები.

 

აქტივობა № 2   წინარე ცოდნის გააქტიურება /გახსენება ( 5 წთ)

 

აქტივობ№ 3 საშინაო დავალების( მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია)(5  წთ)

მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ ელექტო სიგარეტის შემადგენლობის და  მიჩვევის მექანიზმის შესახებ ინფორმაციას.

აღწერა:   გამოკითხვის შედეგებიდან  გაირკვა რომ ადგილობრივ დონეზე ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ელექტო სიგარეტს  როგორც უფრო უსაფრთხოს ჯანმრთელობისთვის და მიიღონ ინფორმაცია მართლა ასეა თუ ესეც სერიოზულად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

შედეგი: მოსწავლეებს შეუძლიათ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია და ანალიზი

 

აქტივობა4  ჯგუფური სამუშაო / დისკუსია(7 წთ)

მიზანი:რეალობისაგან გაქცევა ანუ როგორ ყალიბდება დამოკიდებულება

აღწერა:3 ჯგუფი. სამი ბარათი სადაც წერია ,, კომპიუტერი“, ,,ტელეფონი“, ,,სერიალები“,ჯგუფის წევრებმა უნდა ამოარჩიონ  ერთ ერთი და აღწეროს როგორია ამ ადამიანის ერთი რიგითი დღე,გაამახვილონ ყურადღება რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს მას ამ დამოკიდებულების გამო( ჯანმრთელობის ,ურთიერთობის,ფინანსური და სხვა);

შედეგი:  მოსწავლეებს შეუძლიათ გააცნობიერონ  როგორ ყალიბდება დამოკიდებულება, რა სირთულეები შეიძლება შეექმნას ურთიერთობებში და ვინ შეიძლება დაეხმაროს დამოკიდებულს ამ პრობლემების გადაჭრაში.

 

  მცირე ინფორმაციის მიწოდება  ,,გასინჯვიდან დამოკიდებულებამდე’’(  5 წთ)

 

 ჯგუფური სამუშაო:    შემთხვევების ანალიზი  ( 5 წთ)  2 -2 თითოეულ ჯგუფს

 

აქტივობა5  თამაში ,,რა შეიძლება მოჰყვეს ნარკომანიას?/ ემოციების /განცდების გადმოცემა    ( 7 წთ)

მიზანი:  თამაშით მოვაწოდოთ ინფორმაცია ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და სარისკო ქცევების შესახებ.

აღწერა:  თითოეულ მონაწილეს ვურიგებ 3 ფურცელს ,სადაც ჩამოწერილია   1 უსაყვარლესი ადამიანი,ერთი უსაყვარლესი კერძი, ერთი უსაყვარლესი  ჰობი/გართობა საქმიანობა და თითო ნარკოტიკის დოზის შესაძენად უნდა გაწირონ თითოეული მათგანი რიგრიგობით...

შედეგი:  მოსწავლეებს    შეუძლიათ  ინფორმაციის აღქმა და პრაქტიკულად  გამოყენება.

 

 

 

 

 

აქტივობა6   როგორ ვთქვათ უარი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე( 3 წთ)

მიზანი:  მიიღონ მეტი  ინფორმაცია  ,,რჩევების წიგნის“ შექმნისთვის

აღწერა:  ინფორმაციის მიწოდება პრევენციის  აუცილებლობის შესახებ. ყურადღება იქნება ძირითადად გამახვილებული  მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე მავნე ჩვევების შეთავაზებაზე უარის თქმის სხვადასხვა კორექტული ფორმების შესახებ.

შედეგი:  მოსწავლეებს შეუძლიათ  დისკუსია  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე   და პროფილაქტიკაზე. ასევე წარმოადგენენ  ,,რჩევების წიგნს’   და გააკეთებენ პრეზენტაციას. 

 

აქტივობა7     შეფასება ( ეტაპობრივად აქტივობების შესაბამისად)

 

 

 

მითია თუ რეალობა? ( 3 წთ)  დამატებით...

 

                               გაკვეთილის   რეფლექსია

              მიმდინარე სასწავლო წლის 14  ნოემბერს  მე  IX კლასში   ჩავატარე შიდა დაკვირვების  გაკვეთილი. გაკკვეთილს ესწრებოდა  6  მოსწავლე.  1  მოსწავლე ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა.

თემა: ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობა;

საკითხი:  როგორ ყალიბდება დამოკიდებულება

ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო :

·         მოსწავლემ გააცნობიეროს ადამიანის ჯანმრთელობაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მოხმარებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები;

·         აღწეროს როგორია ამ ნივთიერებებისადმი  მიჩვევის მექანიზმი და რამდენად სწრაფად ყალიბდება იგი;

·         განსაზღვროს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხე,შესაძლო სარისკო ქცევა;

გაკვეთილი  ემსახურებოდა ესგ -განსაზღვრული შედეგების მიღწევას.

 

ბიოლ. IX  9. მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

·      მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;

·        აგროვებს ინფორმაციებს  ,,რჩევების წიგნის“ შესაქმნელად   ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ნეგატიური შედეგებისა და არასასურველ შემოთავაზებაზე უარის თქმის სტრატეგიების შესახებ

       ჩემი მოსწავლეების მონდომებით და აქტიურობით გაკვეთილის მიზანს და შედეგებს მივაღწიეთ.

   მიზნის მისაღწევად დავგეგმე აქტივობები,რომლებიც მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, რათა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია ყოფილიყო მაღალი მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

   პირველი აქტივობა დადებითი განწყობის შექმნას ისახავდა მიზნად. პირველ და მეორე აქტივობაში მოსწავლეთა დახმარებით და კითხვა-პასუხით გავიხსენეთ წინა გაკვეთილებში  ნასწავლი საკითხები , და ნაცნობი ინფორმაციები დავაკავშირეთ ახალ მასალასთან. ასეთმა დასაწყისმა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას შეუწყო ხელი და თვითონვე შეძლეს ამოეცნოთ ახალი გაკვეთილის მიზანი.

    მესამე აქტივობა - ელექტო სიგარეტის შემადგენლობის და  მიჩვევის მექანიზმის შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია. საშინაო დავალებად ჰქონდათ კვლევის ჩატარება ,გამოკითხვის შედეგებიდან  გაირკვა რომ ადგილობრივ დონეზე ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ელექტო სიგარეტს  როგორც უფრო უსაფრთხოს ჯანმრთელობისთვის და მიიღონ ინფორმაცია მართლა ასეა თუ ესეც სერიოზულად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.ეს აქტივობა   პირდაპირ კავშირში იყო მიზანთან  და მოსწავლეებისათვის მოსაწყენი ,რომ არ ყოფილიყო თან პარალელურად ვუჩვენე საპრეზენტაციო მასალები, ფოტოები და შიგ ჩართული სააზროვნო კითხვები,რამაც გამოიწვია  მოსწავლეთა მოტივაციის შენარჩუნება გაკვეთილის ამ ეტაპზეც და თემის უკეთესად გაგება-გააზრების ხელშეწყობას. თან ვცდილობდი კავშირი დამემყარებინა სხვა საგნებთანაც

     ვფიქრობ ეს აქტივობა საკმაოდ ეფექტიანი იყო ,რადგან ყველა მოსწავლე აქტიური და მაქსიმალურად ჩართული აღმოჩნდა დისკუსიის  პროცესში.

    მეოთხე აქტივობა-  ჯგუფური სამუშაო / დისკუსია,რომლის  მიზანი იყო გაეცნობიერებინათ  რეალობისაგან გაქცევა ანუ როგორ ყალიბდება დამოკიდებულება

აქტივობის  აღწერა : 3 ჯგუფი. სამი ბარათი სადაც წერია ,, კომპიუტერი“, ,,ტელეფონი“, ,,სერიალები“,ჯგუფის წევრებმა უნდა ამოარჩიონ  ერთ -ერთი და აღწეროს როგორია ამ ადამიანის ერთი რიგითი დღე, გაამახვილონ ყურადღება რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს მას ამ დამოკიდებულების გამო( ჯანმრთელობის ,ურთიერთობის,ფინანსური და სხვა);

 აქტივობის  შედეგი:   მოსწავლეებმა  გააცნობიერეს თუ   როგორ ყალიბდება დამოკიდებულება, რა სირთულეები შეიძლება შეექმნას ურთიერთობებში და ვინ შეიძლება დაეხმაროს დამოკიდებულს ამ პრობლემების გადაჭრაში.

ყველა მოსწავლემ გაართვა თავი  და შესაბამისად შექება და წახალისებაც დაიმსახურეს.

შემდეგ მცირე ინფორმაცია მოვაწოდე საკითხზე: ,,გასინჯვიდან დამოკიდებულებამდე“

შემდეგ  ჯგუფური სამუშაო:    შემთხვევების ანალიზი  2 -2 თითოეულ ჯგუფს

მეხუთე აქტივობა:   თამაში ,,რა შეიძლება მოჰყვეს ნარკომანიას?/ ემოციების /განცდების გადმოცემა   

მიზანი:  თამაშით მოვაწოდოთ ინფორმაცია ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და სარისკო ქცევების შესახებ.

აღწერა:  თითოეულ მონაწილეს ვურიგებ 3 ფურცელს ,სადაც ჩამოწერილია   1 უსაყვარლესი ადამიანი,ერთი უსაყვარლესი კერძი, ერთი უსაყვარლესი  ჰობი/გართობა საქმიანობა და თითო ნარკოტიკის დოზის შესაძენად უნდა გაწირონ თითოეული მათგანი რიგრიგობით...

შედეგი:  მოსწავლეებს    შეუძლიათ  ინფორმაციის აღქმა და პრაქტიკულად  გამოყენება.

ამ აქტივობამ მოსწავლეებში დიდი განცდები და ემოციები გამოიწვია.

 აქტივობა   6   როგორ ვთქვათ უარი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე

მიზანი:  მიიღონ მეტი  ინფორმაცია  ,,რჩევების წიგნის“ შექმნისთვის

აღწერა:  ინფორმაციის მიწოდება პრევენციის  აუცილებლობის შესახებ. ყურადღება იქნება ძირითადად გამახვილებული  მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე მავნე ჩვევების შეთავაზებაზე უარის თქმის სხვადასხვა კორექტული ფორმების შესახებ.

      შეჯამება გავაკეთეთ კითხვებით . რა იცოდით? რა გაიგეთ ახალი ამ გაკვეთილიდან?  და აღმოჩნდა ,რომ ბევრი ახალი ინფორმაცია გაიგეს,რომლებსაც მომავალში გამოიყენებენ. რა დარჩა ბუნდოვანი? აღმოჩნდა  რომ არაფერი იყო მათთვის ბუნდოვანი საკითხი. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კიდევ ერთხელ კარგად გაეაზრებინათ და განემტკიცებინათ ის ცოდნა რაც ამ გაკვეთილზე მიიღეს.

    აქტივობებს შორის მოსწავლეებს ვაძლევდი უკუკავშირს  და მოკლე კომენტარებს,მუდმივად ვზრუნავდი მთელი გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეთა მოტივაციის  შენარჩუნებაზე, შევეცადე პოზიტიურ  და საქმიან  სასწავლო გარემოში ეგრძნოთ თავი ჩემს მოსწავლეებს,რაც ჩემი აზრით გამომივიდა კიდეც. მიმაჩნია ,რომ პოზიტიური დამოკიდებულება  შესასწავლი საკითხისადმი  ბევრად აუმჯობესებს სწავლების ხარისხს. გაკვეთილის  მიმდინარეობის პროცესში ვცდილობდი მუდმივად დამემყარებინა შიდა საგნობრივი და საგანთაშორის კავშირები.

   გაკვეთილზე სასწავლო გარემო იყო თავისუფალი, თანამშრომლობითი  და ურთიერთპატივისცემაზე აგებული. აქტივობებმა კი  ხელი შეუწყო საკითხის ათვისებას. მთელი  გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეებს ვაძლევდი კითხვის დასმის საშუალებას. ყველა მოსწავლეს საშუალება ჰქონდა ჩართული  ყოფილიყო  და თავისუფლად გამოეხატა თავისი აზრი,რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს პრაქტიკაში.ასეთი თავისუფალი სასწავლო გარემოს შედეგია ის,რომ მოსწავლეებს არ დასჭირვებიათ ქცევის წესების შეხსენება მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

   სასწავლო რესურსებიდან შევარჩიე  ისეთი მასალები,რაც ეფექტური  იქნებოდა, არ გადატვირთავდა  საკლასო გარემოს და გაკვეთილს მეტისმეტად. რესურსებიდან შევარჩიე და გამოვიყენე:  Power Point -ში მომზადებული მასალები. დაფა, საჭირო მასალები  როგორც გასაკრავად , ასევე ჯგუფებისთვის.

   არ მომხდარა გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება, ყველაფერი წარიმართა გეგმის მიხედვით,თუმცა აქტივობებისათვის განსაზღვრული დრო საგაკვეთილო პროცესში შეიცვალა. შედარებით მეტი დრო დავუთმე მეოთხე და მეხუთე   აქტივობას,რათა ყველა მოსწავლეს მისცემოდა საშუალება გამოეხატა თავისი მოსაზრება. განსაზღვრულზე ნაკლები დრო დასჭირდა ბოლო  აქტივობის დავალებას ჯგუფში. თუმცა ეს არანაირად არ აისახა შედეგზე. მოსწავლეებთან ერთად შევძელით მიზნის მიღწევას ,რითაც კმაყოფილი ვარ.

    მოსწავლეებს კი მივეცი განმავითარებელი  შეფასებები კრიტერიუმების  შესაბამისად , თუმცა  ვფიქრობ  მოსწავლეებისათვის უნდა მიმეცა თვითშეფასების და ურთიერთშეფასების საშუალება,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში. 

 

                          დიდი    მადლობა   დამსწრეებს    და  მოსწავლეებს !

                                              

                    ბიოლოგიის მასწავლებელი:  ი. გიგუაშვილი

                                                                      14  / 11 / 2022  წელი

   





                                                                 გაკვეთილის გეგმა

 

მასწავლებელი:  ია გიგუაშვილი

საგანი:    ბუნებისმცოდნეობა

კლასიVI

თემა:   ჯანსაღი კვება

დრო:    40     წთ

მოსწავლის პროფილი:    11   მოსწავლე

სსსმ მოსწავლეარ არის

სამიზნე ცნება:  ჯანმრთელობა და დაავადებები;

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლემ გააცნობიეროს ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და დაადგინოს საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სიას(მაგ: ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები და ა.შ.)

მოსალოდნელი შედეგები:

·         მოსწავლე გააცნობიერებს  ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და დაადგენს  საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სიას(მაგ: ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები და ა.შ.)

 

                  ბუნ. VI.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენის შესახებ მსჯელობა.

 

Ø  აცნობიერებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობას და ადგენს საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სიას

Ø  (მაგ., ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები);

 

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         მოსწავლეებმა იციან საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები და მათი ფუნქციები;

·         კვლევა: რამდენად სწორად ვიკვებებით

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი.

 

 

 

 

სასწავლო მასალა და რესურსები:

სახელმძღვანელობუნება“  VI   კლასი, დაფა ,ცარცი , კომპიუტერი,პროექტორი. წინასწარ 

მომზადებული  საპრეზენტაციო  მასალა. სხვადასხვა რესუ სები  სამოტივაციოდ.

 

გაკვეთილის    მსვლელობა:

აქტივობა№ 1   გაკვეთილის მიზნის და შეფასების გაცნობა- 3 წთ

  შედეგი:  მოსწავლეებს ეცოდინებათ  გაკვეთილის მიზანი,შეფასების კრიტერიუმები.

 

აქტივობა № 2   წინარე ცოდნის გააქტიურება /გახსენება ( 5 წთ)

ჯანსაღი კვება  

      კოგნიტური სქემის შევსება:      

 

 

 

ხშირად  შეხვდები ასეთ რეკლამას:

*      ნაირ-ნაირი სასუსნავები და ჰოთ დოგები, თანაც სუპერ ფასად!

*      მოიმარაგე და ჩაუჯექი შენს საყვარელ  ფილმს ან თამაშს!

*      შემოგვიარე და ისარგებლე ფასდაკლებით!

 

მსგავსი რეკლამების ,,ანკესზე’’ ხშირად წამოეგებიან  შენი თანატოლები. დაგავალეს 

გააცნო   მეგობრებს    რამდენად  უსაფრთხოა  საკვები პროდუქტები, ,,სასუსნავები’’და 

სწრაფი კვების პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ შენ და შენს მეგობრებს. 

 

აქტივობ№ 3 საინფორმაციო ტექსტი  ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი’’( 3  წთ)

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მცირე ინფორმაციას თუ რა მოიაზრება ჯანსაღი 

ცხოვრების წესის დაცვაში

 

აქტივობაკვების პირამიდა  ( 7 წთ)

მიზანი:  კვების პირამიდაზე  რა ჯგუფის და რა რაოდენობით პროდუქტები უნდა 

განაწილდეს  

აღწერა:  სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტებს ჩვენი ორგანიზმისთვის განსხვავებული 

მნიშვნელობა აქვს. კვებით პირამიდაზე გადანაწილებულია პროდუქტები  რაოდენობების 

 მიხედვით პირამიდის  ძირსა და წვეროზე.

შედეგი:  მოსწავლეებს შეუძლიათ გააცნობიერონ  რომელი პროდუქტები რა რაოდენობით 

 უნდა მივიღოთ რომ ჯანსაღად ვიკვებოთ.

აქტივობა N 5 :  დისკუსია   ( 10 წთ)

აღწერა:  სავარჯიშოების კითხვები გაკვეთილის უკეთესად გაგება გააზრებისთვისაა.

შედეგი :  მოსწავლეებს შეუძლიათ მასალის უკეთესად გაგება-გააზრება;

 

 მცირე ინფორმაციის მიწოდება  ,,სწრაფი კვების იმპერიის შესახებ“(  2 წთ)

 

აქტივობა6  თამაში:  გადაანაწილეთ პროდუქტები: ჯანსაღი და არაჯანსაღი     ( 7 წთ)

მიზანი:  თამაშით მოვაწოდოთ ინფორმაცია ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ

აღწერა:  თითოეული მოსწავლე გამოდის და ფურცელზე დაწერილ პროდუქტს ანაწილებს 

ჯანსაღია თუ არაჯანსაღი;

შედეგი:  მოსწავლეებს    შეუძლიათ  ინფორმაციის აღქმა და პრაქტიკულად  გამოყენება.

 

აქტივობა7  საშინაო დავალება ( 3წთ)

 

              შეადგენეთ ერთი დღის/ერთი კვირის  საკუთარი  კვების რაციონს, რომელშიც  

გათვალისწინებული იქნება ოთხჯერადი  კვება  და მრავალფეროვანი საკვები.

 

 

აქტივობა8    შეფასება ( ეტაპობრივად აქტივობების შესაბამისად)

 

 

 

 

                              

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                  განმავითარებელი  შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები

საჭიროებს განვითარებას

საშუალო

კარგი

მაღალი

ჩართულობა

არ მონაწილეობს აქტივობებში,ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად

იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში

აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობების უმრავლესობაში

აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ყველა აქტივობაში

თანამშრომლობა

არ თანამშრომლობს ან ძალიან იშვიათად  მეწყვილესთან მუშაობის დროს

იშვიათად თანამშრომლობს მეწყვილესთან მუშაობის დროს

ხშირად თანამშრომლობს მეწყვილესთან მუშაობის დროს

ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს მეწყვილესთან მუშაობის დროს

საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა

უჭირს გამართულად საუბარი,ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას

ხშირად  ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას

თითქმის ყოველთვის გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და ასაბუთებს თუმცა აკლია დამაჯერებლობა

ყოველთვის დამაჯერებლად და

არგუმენტირებულად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებებს.გამყარებულია ფაქტებით ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან.

 

 

 

                               გაკვეთილის   რეფლექსია

              მიმდინარე სასწავლო წლის 15 თებერვალს მე  VI კლასში  ჩავატარე შიდა დაკვირვების  გაკვეთილი. გაკკვეთილს ესწრებოდა  8  მოსწავლე. 3  მოსწავლე ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა.

გაკვეთილის თემა: ჯანსაღი კვება

ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო    მოსწავლეებს   გაეცნობიერებინათ ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და დაედგინათ  საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სია( მაგ: ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები და ა.შ.) აღნიშნული მიზანი ემსახურებოდა ესგ -განსაზღვრული შედეგების მიღწევას.

                  ბუნ. VI.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა 

ფაქტორის გავლენის შესახებ მსჯელობა.

Ø  აცნობიერებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობას და ადგენს საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სიას  (მაგ., ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები);

       ჩემი მოსწავლეების მონდომებით და აქტიურობით გაკვეთილის მიზანს და შედეგებს მივაღწიეთ.

   მიზნის მისაღწევად დავგეგმე აქტივობები,რომლებიც მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, რათა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია ყოფილიყო მაღალი მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

   პირველი აქტივობა დადებითი განწყობის შექმნას ისახავდა მიზნად. პირველ და მეორე აქტივობაში მოსწავლეთა დახმარებით და კითხვა-პასუხით გავიხსენეთ წინა გაკვეთილებში  ნასწავლი საკითხები , და ნაცნობი ინფორმაციები დავაკავშირეთ ახალ მასალასთან. ასეთმა დასაწყისმა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას შეუწყო ხელი და თვითონვე შეძლეს ამოეცნოთ ახალი გაკვეთილის მიზანი.

    მესამე აქტივობა საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა და ინტერაქტიული ლექცია  , პირდაპირ კავშირში იყო მიზანთან  და მოსწავლეებისათვის მოსაწყენი ,რომ არ ყოფილიყო თან პარალელურად ვუჩვენე საპრეზენტაციო მასალები,ფოტოები და შიგ ჩართული სააზროვნო კითხვები,რამაც გამოიწვია  მოსწავლეთა მოტივაციის შენარჩუნება გაკვეთილის ამ ეტაპზეც და თემის უკეთესად გაგება-გააზრების ხელშეწყობას. თან ვცდილობდი კავშირი დამემყარებინა სხვა საგნებთანაც (ქიმია,სპორტი)

     ვფიქრობ ეს აქტივობა საკმაოდ ეფექტიანი იყო ,რადგან ყველა მოსწავლე აქტიური და მაქსიმალურად ჩართული აღმოჩნდა დისკუსიის  პროცესში.

    მეოთხე აქტივობა- კვების პირამიდის განხილვა ანალიზი ,რომელიც გაკრული მქონდა საპრეზენტაციოდ. მოსწავლეებმა თვითონ ამოიცნეს ,რომელი ჯგუფის პროდუქტი სად იყო კვებით პირამიდაში და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ.  მოსწავლეებს  უნდა გაეანალიზებინათ  სურათი და პასუხი გაეცათ  კითხვებისთვის. მოსწავლეებს ამ დავალების  შესრულება არ გაუჭირდათ  და კარგად გაართვეს თავი, რაც გამოჩნდა მათ გააზრებულ პასუხებში კითხვებზე,სადაც მოახდინეს დაკავშირება ყოფა-ცხოვრებასთან. ყველა მოსწავლემ გაართვა თავი  და შესაბამისად შექება და წახალისებაც დაიმსახურეს.

    მეხუთე აქტივობა - დისკუსია

შეჯამება გავაკეთეთ კითხვებით . რა იცოდით?

რა გაიგეთ ახალი ამ გაკვეთილიდან?  და აღმოჩნდა ,რომ ბევრი ახალი ინფორმაცია გაიგეს,რომლებსაც მომავალში გამოიყენებენ. რა დარჩა ბუნდოვანი? აღმოჩნდა  რომ არაფერი იყო მათთვის ბუნდოვანი საკითხი. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კიდევ ერთხელ კარგად გაეაზრებინათ და განემტკიცებინათ ის ცოდნა რაც ამ გაკვეთილზე მიიღეს.

     შემდეგ მცირე ინფორმაცია მივაწოდე ,,სწრაფი კვების იმპერიის“ შესახებ და პატარა სახალისო დავალება ჯგუფებში მივეცი. დავალების პირობა ასეთი იყო: მოცემული პროდუქტები უნდა გადაენაწილებინათ ჯასაღი და არაჯანსაღი.რასაც ორივე ჯგუფმა კარგად გაართვა თავი.

    აქტივობებს შორის მოსწავლეებს ვაძლევდი უკუკავშირს  და მოკლე კომენტარებს,მუდმივად ვზრუნავდი მთელი გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეთა მოტივაციის  შენარჩუნებაზე, შევეცადე პოზიტიურ  და საქმიან  სასწავლო გარემოში ეგრძნოთ თავი ჩემს მოსწავლეებს,რაც ჩემი აზრით გამომივიდა კიდეც. მიმაჩნია ,რომ პოზიტიური დამოკიდებულება  შესასწავლი საკითხისადმი  ბევრად აუმჯობესებს სწავლების ხარისხს. გაკვეთილის  მიმდინარეობის პროცესში ვცდილობდი მუდმივად დამემყარებინა შიდა საგნობრივი და საგანთაშორის კავშირები.

   გაკვეთილზე სასწავლო გარემო იყო თავისუფალი, თანამშრომლობითი  და ურთიერთპატივისცემაზე აგებული. აქტივობებმა კი  ხელი შეუწყო საკითხის ათვისებას. მთელი  გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეებს ვაძლევდი კითხვის დასმის საშუალებას. ყველა მოსწავლეს საშუალება ჰქონდა ჩართული  ყოფილიყო  და თავისუფლად გამოეხატა თავისი აზრი,რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს პრაქტიკაში.ასეთი თავისუფალი სასწავლო გარემოს შედეგია ის,რომ მოსწავლეებს არ დასჭირვებიათ ქცევის წესების შეხსენება მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

   სასწავლო რესურსებიდან შევარჩიე  ისეთი მასალები,რაც ეფექტური  იქნებოდა, არ გადატვირთავდა  საკლასო გარემოს და გაკვეთილს მეტისმეტად. რესურსებიდან შევარჩიე და გამოვიყენე:  Power Point -ში მომზადებული მასალები. დაფა, კვების პირამიდა კითხვებით. ჯგუფებისთვის მასალები.

   არ მომხდარა გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება, ყველაფერი წარიმართა გეგმის მიხედვით,თუმცა აქტივობებისათვის განსაზღვრული დრო საგაკვეთილო პროცესში შეიცვალა. შედარებით მეტი დრო დავუთმე მეოთხე და მეხუთე   აქტივობას,რათა ყველა მოსწავლეს მისცემოდა საშუალება გამოეხატა თავისი მოსაზრება. განსაზღვრულზე ნაკლები დრო დასჭირდა ბოლო  აქტივობის დავალებას ჯგუფში. თუმცა ეს არანაირად არ აისახა შედეგზე. მოსწავლეებთან ერთად შევძელით მიზნის მიღწევას ,რითაც კმაყოფილი ვარ.

   რაც შეეხება  ხარვეზებს ,ვფიქრობ შეფასების სისტემა და პროცესი კიდევ უფრო დასახვეწია. მოსწავლეებს კი მივეცი ზოგადი უკუკავშირები შექება-წახალისებაც,თუმცა ვფიქრობ  მოსწავლეებისათვის უნდა მიმეცა თვითშეფასების და ურთიერთშეფასების საშუალება,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში. 

 

                          დიდი    მადლობა   დამსწრეებს    და  მოსწავლეებს !

                                              

                    ბიოლოგიის მასწავლებელი:     ი. გიგუაშვილი

                                                                      15  / 02 / 2023  წელი

    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი ,,შიდსი და მისი პრევენცია"

პროექტი,,ადამიანი და გარემო''